1969 წელს ბირმინგემში ვოკალისტმა ოზი ოზბორნმა, გიტარისტმა ტონი აიომიმ, დრამერმა ბილ უარდიმ და ბასისტმა გაიზერ ბატლერმა გადაწყვიტეს შეექმნათ ჰევი მეტალის ჯგუფი. ბენდს თავიდან Earth ერქვა თუმცა ბატლერის იდეით ეს სახელი გადაარქვეს და დაერქვათ Black Sabbath. ბლექ საბათის პირველი ალბომი სახელწოდებით Black Sabath 1969 წელს გამოვიდა და ჯგუფს დიდი პოპულარობა მოუტანა. ამავე წელს გამოვიდა რიგით მეორე ალბომი Paranoid, რომელიც ერთ-ერთ უძლიერეს ნამუშევრად ითვლება ჯგუფის შემოქმედებაში. ამას მოჰყვა ასევე წარმატებული ორი ალბომი და მსოფლიო ტურნე რომელმაც საქვეყნო აღიარება მოუტანა ჯგუფს.